Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ;

.1.გამოიყენონ ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებები და მოიძიონ საშობაო-საახალწლო ტრადიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია

2, დააკვირდნენ და  ამოიცნონ ტექსტებში/ილუსტრაციებში ასახულიკულტურული, სიმბოლური რეალიებიებს

 3.განიხილონ მოპოვებულ რესურსებში მოცემული ინფორმაცია.გააანალიზონ და დააახარისხებენ მაჩვენებლის მიხედვით

4.დააკავშირონ ერთმანეთთან უცხო და მშობლიური ტრადიციები, იპოვონ მსგავსება, განსხვავება

5.გამოაქვეყნონ მასალა ტექნოლოგიების საშუალებით

მესამე დღის რეფლექსია




მუშაობა რთული,მაგრამ საინტერესო ხდება;შევქმენით ბროშურა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,მოგვეცა დავალება,მოვიფიქროთ მოსწავლეთა სასწავლო მიზნები


გავეცანით პროექტების იდეებს,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები მათ შესახებ,კომენტარები გავუკეთეთ კოლეგებს,გავითვალისწინეთ მათი რჩევები.
მივიღეთ დავალება,კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პირველი მოდული და დავხვეწოთ იდეები

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა


 ყოველი ერის კულტურულ ცხოვრებაში ადათ-წესებს, ტრადიციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი ხომ ერის თვითმყოფადობის მანიშნებელია.ამ მხრივ საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების გაცნობა.მოსწავლეებიმოიძიებენ და განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს,ამოიცნობენ ილუსტრაციებში ასახულ კულტურულ,სიმბოლურ რეალიებს,დააკავშირებენ ერთმანეთთანუცხო და მშობლიურ კულტურებს,იპოვიან მსგავსებას, განსხვავებას

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია



 გავეცანით ტრენინგის მიზნებს ;
ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით დავათვალიერეთ რესურსები;
შევქმენით საქაღალდეები  და ბლოგები