Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს მოვისმინეთ პრეზენტაციები, ერთმანეთს მივეცით სასარგებლო რჩევები,რომლებსაც გავითვალისწინებთ შემდეგ პროექტზე მუშაობის დროს,გავაკეთეთ კომენტარები,შევაჯამეთ ცხრა დღის მუშაობა, ტრენინგის ყოველი დღე ძალიან საინტერესო და საქმიანი იყო, კმაყოფილი ვარ.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ლალის გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის, წარმატებას ვუსურვებ ჩემი ჯგუფის წევრებს

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები,ავტვირთეთ დისკზე,გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.სამუშაო საინტერესო იყო

Sunday, November 9, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკაზე და გავაკეთეთ ადაპტირება,მივიღეთ დავალება, გავწეროთ ჩვენი პროექტის სასწავლო  პროცედურები

Saturday, November 8, 2014

მოსწავლის ნაშრომი

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავაკეთეთ გაწეული მუშაობის მოკლე მიმოხილვა,ვიმუშავეთ სასარგებლო რესურსებზე,პროექტების შეფასების სტრუქტურაზე,ბლოგში გვერდების ჩამატებაზე 

Thursday, November 6, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

1.განვიხილეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები,რჩევები მივეცით ერთმანეთს
2.ავტვირთეთ ჩვენი მასალები drive-ზე
3.მივიღეთ დავალება მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის მოდელის შესახებ

Saturday, November 1, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს დავხვეწეთ პროექტის მიზნები,მოსწავლეთა ამოცანები და შედეგები,შემდეგ გამოვაქვეყნეთ. დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციაზე
ვიმუშავეთ საკვანძო და მიმართულების მიმცემ კითხვებზე,უნდა დავხვეწოთ ისინი პორტფოლიოს რუბრიკის შესაბამისად

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები;

1.რატომ ვზეიმობთ დღესასწაულებს?
2.რატომ არის ტრადიცია მნიშვნელოვანი?
3.დავიცვათ თუ აღმოვფხვრათ ტრადიციები?

თემატური კითხვები;


1.რა არის ტრადიცია?
2.რა განსხვავებაა გერმანულ და ქართულ ტრადიციებს შორის?
3.როგორ გვეხმარება ტრადიციები ცხოვრებაში?

შინაარსობრივი კითხვები;

1.რა არის ადვენტი?
2.როგორ ამზადებენ ჩიჩილაკს?
3.რომელ გერმანულ სიტყვებს გამოიყენებთ საახალწლო ტრადიციებზე საუბრისას?
4.რომელი ზედსართავი სახელები გჭირდებათ ამ თემაზე საუბრის დროს?

Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ;

.1.გამოიყენონ ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებები და მოიძიონ საშობაო-საახალწლო ტრადიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია

2, დააკვირდნენ და  ამოიცნონ ტექსტებში/ილუსტრაციებში ასახულიკულტურული, სიმბოლური რეალიებიებს

 3.განიხილონ მოპოვებულ რესურსებში მოცემული ინფორმაცია.გააანალიზონ და დააახარისხებენ მაჩვენებლის მიხედვით

4.დააკავშირონ ერთმანეთთან უცხო და მშობლიური ტრადიციები, იპოვონ მსგავსება, განსხვავება

5.გამოაქვეყნონ მასალა ტექნოლოგიების საშუალებით

მესამე დღის რეფლექსია




მუშაობა რთული,მაგრამ საინტერესო ხდება;შევქმენით ბროშურა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,მოგვეცა დავალება,მოვიფიქროთ მოსწავლეთა სასწავლო მიზნები


გავეცანით პროექტების იდეებს,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები მათ შესახებ,კომენტარები გავუკეთეთ კოლეგებს,გავითვალისწინეთ მათი რჩევები.
მივიღეთ დავალება,კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პირველი მოდული და დავხვეწოთ იდეები

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა


 ყოველი ერის კულტურულ ცხოვრებაში ადათ-წესებს, ტრადიციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი ხომ ერის თვითმყოფადობის მანიშნებელია.ამ მხრივ საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების გაცნობა.მოსწავლეებიმოიძიებენ და განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს,ამოიცნობენ ილუსტრაციებში ასახულ კულტურულ,სიმბოლურ რეალიებს,დააკავშირებენ ერთმანეთთანუცხო და მშობლიურ კულტურებს,იპოვიან მსგავსებას, განსხვავებას

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია



 გავეცანით ტრენინგის მიზნებს ;
ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით დავათვალიერეთ რესურსები;
შევქმენით საქაღალდეები  და ბლოგები